სამოქმედო გეგმა:

სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება პატიმართათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებზე

საქმიანობების შესრულების დაბალი მაჩვენებელი არასახარბიელოა. უშუალოდ სამინისტროს სტრატეგიით, ეს ღონისძიება უფრო მასშტაბურად არის გათვალისწინებული. სამედიცინო პერსონალის გადამზადება/განათლების პროცესში უნდა იყოს რეგულარულობა (მაგ., სავალდებულო კრედიტ-საათები) და მოიცავდეს კლინიკურ (მაგ., კონკრეტული დაავადების მართვა) დამართვით საკითხებს (მაგ., ინფექციის კონტროლი, ხელების დაბანა, პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება და ა.შ.). ზოგადად, ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სისტემის შიგნით არ არის ჩამოყალიბებული ხედვა სასწავლო/საგანმანათლებლო საქმიანობის მოცულობაზე, თემატიკასა და რეგულარულობაზე.

მისასალმებელია, რომ სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ხორციელდება როგორც სამედიცინო, ისეარასამედიცინო პერსონალის რეგულარული გადამზადება. 2016-2017 წლებში მომზადება გაიარა, როგორც სამედიცინო, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასამედიცინო პერსონალმა თემაზე „ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია“ (ჯამში 2965-მა მოსამსახურე). აღნიშნული თემატიკა აგრეთვე ინტეგრირებულია სავალდებულო მომზადების სასწავლო კურსში ( 2016 წელს - 2699 მოსამსახურე ; 2017 წელს - 809 მოსამსახურე).


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.5.1
სამედიცინო პერსონალის მომზადებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებისა და მასალების მომზადება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება/გაუმჯობესება

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
აქტივობა 4.5.5.2
პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამების საშუალებით პატიმრებთან მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა