პატიმართა სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების სტანდარტად გამოყენებული იქნა რელევანტური საერთაშორისო და ადგილობრივი დოკუმენტები[1].
მიზნის მიღწევის შეფასების პროცესში არ განხორციელებულა პირველადი მასალის მოძიება/ანალიზი, რათა განსაზღვრული ყოფილიყო, რა გავლენა იქონია ამ თუ იმ ცვლილებამ პატიმართა ჯანდაცვაზე. დოკუმენტის ავტორები დაეყრდნენ პასუხისმგებელი უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას (რომელიც, რიგ შემთხვევაში, ხარვეზებს შეიცავდა), ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგებს, ოფიციალურად გამოქვეყნებულ ანგარიშებს, სტატისტიკურ მონაცემებს და სხვა მსგავს წყაროებს.
პენიტენციური სისტემაში სამედიცინო მომსახურებების მიწოდების პროცესში ძირითადი პრინციპები შემდეგია:
მიუხედავად იმისა, რომ მიზნის ქვეშ შემავალი ცალკეული ამოცანის მიმართ შესაძლოა, პრეტენზია არ იყო, განსაკუთრებით დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ამ მიზნის ფარგლებში ყველა ღონისძიება მიმართულია პენიტენციური სისტემის შიგნით სამედიცინო მომსახურებების ვერტიკალის გაძლიერებაზე და არსად არის ასახული პენიტენციური სისტემის სამოქალაქო სისტემასთან ინტეგრაციის აუცილებლობა[2].
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პრევენციული სამედიცინო მომსახურებებისთ მოხდესსისტემის სრული მოცვა, მათ შორისსასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა, რომლებიც პატიმრების მსგავს გარემო და ფსიქოლოგიურ რისკების წინაშე დგანან[3].
[1]მათ შორის, საქართველოს მიერ 1994 წლის 25 იანვარს რატიფიცირებული “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით” განსაზღვრულია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაძლო უმაღლეს სტანდარტზე;
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის R(98)7 რეკომენდაციით “წევრი სახელმწიფოებისადმი ციხეში ჯანმრთელობის დაცვის ეთიკური და საორგანიზაციო ასპექტების შესახებ” და CPT-ის მესამე ძირითადი ანგარიშში განსაზღვრულია ციხეში სამედიცინო მომსახურების ორგანიზების ძირითადი პრინციპები;
[2] სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც (გვ. 25) ხაზგასმულია, რომ “ნაბიჯები არ გადადგმულა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის პენიტენციური ჯანდაცვის მართვის გადასაცემად განსახორციელებელი, დროში გაწერილი აქტივობების გეგმის შედგენის კუთხით.” http://ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სამინიტროს ინფორმაცით, ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებულია სამედიცინო მომსახურებების რეგულაციების ერთგვაროვნად განხორციელებაზე და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ბრალდებულ/მსჯავრდებული პირების ჩართვაზე.
[3]აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფლობენ სამედიცინო დაზღვევას და აქვთ საშუალება, სამედიცინო მომსახურება მიიღონ შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში. ეს უდაოდ მისასალმებელი ფაქტია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები იმყოფებიან დახურული ტიპის დაწესებულებებში მსგავსად ბრალდებული/მსჯავრებული პირებისა, მათი ჯანმრთელობის რისკები განსხვავდება ზოგადი პოპულაციისგან, და პრევენიციული მომსახურების კუთხით უნდა იყოს განხხილული ერთიან -- ციხის პოპულაციის კონტექსტში.