სამოქმედო გეგმა:

ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

ამოცანის ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნებოდა, დაკონკრეტებულიყო, რომელ მოწყვლად ჯგუფებზე იქნებოდა აქცენტი გაკეთებული. ამოცანა საკმაოდ ფართოა, ხოლო მის ქვეშ მოაზრებული ერთი საქმიანობა, რომელიც, თავისთავად, არასაკმარისად განხორციელდა, არ ასახავს ამოცანის მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.6.1
საერთაშორისო და ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლებაგაუმჯობესება, სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული თემატიკის შეტანა, ჯანმრთელობის დაცვის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების საკითხებზე - საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ადგილობრივი სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინებით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა