სამოქმედო გეგმა:

დაავადებათა პრევენციაზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება

პრევენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, რადგან ერთის მხრივ, ამ დაწესებულებებში შესახლებულ პირთა დიდი ნაწილისთვის ეს შეიძლება იყოს შანსი, მიიღონ საფუძვლიანი სამედიცინო მომსახურებები (მაგ., სკრინინგი რიგ ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებებზე), ხოლო მეორეს მხრივ, ეს დაწესებულებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, თავისთავად არის რისკის მატარებელი - მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი, ფსიქიკური და სხვა სახის ჯანმრთელობის გართულებების წარმოშობის მაჩვენებელი.

ამოცანის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთადერთი საქმიანობა -- პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის დანერგვა. მართალია, შემუშავებულ სტანდარტში მოცულობითი პრევენციული ღონისძიებებია ასახული, თუმცა მისი დანერგვის პროცესში სასურველი იქნებოდა, (1) დოკუმენტი რეგულარულად განახლებულიყო, (2) შექმნილიყო მისი დანერგვის შეფასების ინსტრუმეტი, (3) განსაზღვრულიყო დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები -- პერსონალის გადამზადება, პროტოკოლების შექმნა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და ა.შ.


ამოცანის აქტივობები

აქტივობა 4.5.1.1
დამტკიცებული პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის დანერგვა

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა