სამოქმედო გეგმა:

უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირება. აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებაშესაბამისობაში მოყვანა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად გათვალისწინებით.

აღნიშნული მიზანი ითვალისწინებს შსს- თანამშრომლების საქმიანობაზე შიდა კონტროლის არსებული მექანიზმის რეფორმას, მისი ეფექტიანობისა და სისტემური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინამდებარე მიზანი ასევე ითვალისწინებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით და ადამიანური რესურსების განვითარებას საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებით.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმის პირველი თავის მეორე მიზანი სრულად მიღწეული არ არის. ამ მიზნის ქვეშ გაწერილი 3 ამოცანიდან პირველი აქცენტს შსს- სისტემაში პრევენციული და კონტროლის არსებული მექანიზმის რეფორმაზე აკეთებს, ხოლო მეორე და მესამე ამოცანები - სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გადამზადებაზე, რაც სრულად შესრულების შემთხვევაში, რელევანტური და მეტ-ნაკლებად საკმარისი იქნებოდა სამოქმედო გეგმის მეორე მიზნის მისაღწევად. ამოცანა, რომელიც ითვალისწინებდა შსს- ადამიანური რესურსების განვითარებას საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებით, გეგმით დადგენილ ვადებში, შესრულდა მხოლოდ 57%-ით, ხოლო ისეთი ამოცანები, როგორიცაა შსს- თანამშრომლების საქმიანობაზე შიდა კონტროლის არსებული მექანიზმის რეფორმა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, შესრულდა 68% და 80%-ით.


მიზნის ამოცანები

ამოცანა 1.2.1
შსს-ს თანამშრომლების საქმიანობაზე (საგამოძიებო და პრევენციული) შიდა კონტროლის არსებული მექანიზმის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, ამაღნიშნული მექანიზმის ეფექტიანობასურობას და სისტემურ დამოუკიდებლობას.

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 1.2.2
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ტრეინინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა
ამოცანა 1.2.3
ადამიანური რესურსების განვითარება, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებით.

გრაფიკის შესახებ

  • აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თავის შესრულების პროგრესს. იგი არ გამოხატავს მიზნებისა და აქტივობების შესაბამისობას და რელევანტურობას
  • აქტივობის შესრულების ვადა გასულია
  • აქტივობის შესრულების ვადა მიმდინარეობს
  • აქტივობის შესრულების ვადა მალე გავა